ლიბიის სანაპიროსთან მაშველებმა 1800-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს

საქართველო, თბილისი - 13:33 | 06.10.2015
ნანახია: 1943

ხმელთაშუა ზღვაში ლიბიის სანაპიროსთან მაშველებმა 1800-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს.

სამაშველო ოპერაციებში ჩართული იყო იტალიური, ბრიტანული და ირლანდიური ხომალდები.

ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ლიბიის სანაპიროზე 95 მიგრანტის ცხედარი გამოირიყა.

წლის დასაწყისიდან ევროპაში ზღვიდან 522 ათასი მიგრანტი და ლტოლვილი მოხვდა, რაც გასულ წელთან შედარებით ორჯერ მეტია.

როგორც ცნობილია, 14 სექტემბერს ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო-საზღვაო ოპერაციების გაფართოვების შესახებ, რომელიც მიმართულია კონტრაბანდისტებისა და არალეგალი მიგრანტების გადაყვანის წინააღმდეგ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე