Lamborghini-მ და Pirelli-მ ტანსაცმლის ახალი ხაზი გამოუშვეს

საქართველო, თბილისი - 15:12 | 21.09.2015
ნანახია: 2161

იტალიურმა კომპანიებმა Lamborghini-მ და Pirelli-მ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ერთობლივი კოლექცია შექმნეს.

კოლექციაში შევიდა მამაკაცის სამოსი და ფეხსაცმელი, რომლებიც დამზადებულია ცხვრის ტყავის, ბამბისა და ნეილონისგან. კოლექციის შექმნისას კომპანიებმა აქცენტი გააკეთეს ტანსაცმლისა და ავტომობილების კავშირზე. მაგალითად, ფეხსაცმლის ძირი ძალიან გავს ავტომობილის საბურავის პროტექტორის ნახატს.

კომპანიებს შორის თანამშრომლობა 1963 წელს დაიწყო, როდესაც Pirelli-მ Lamborghini 350 GTV-თვის საბურავები გამოუშვა. ამის შემდეგ Pirelli ემსახურებოდა ისეტთ მოდელებს, როგორიცაა Miura, Countach-ი, Diablo და Gallardo.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე