მაია ასათიანი: „პროფილის“ გუნდი კიდევ ერთ ახალ პროექტს იწყებს (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 10:23 | 27.04.2016
ნანახია: 1844

მაია ასათიანი ახალი თოქ-შოუს დაწყებას აანონსებს. ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსსაც აქვეყნებს.

„თითქმის ერთი წელია, რაც „პროფილი“ ახალი ფორმატით გადის ეთერში. უღრმესი მადლობა ყველას ვინც ამ რთულ, წინააღმდეგობებით სავსე, მაგრამ  ძალიან საინტერესო გზაზე ჩვენ გვერდითა, განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მაყურებელს- ჩვენი ლიდერობა სატელევიზიო რეიტინგში- თქვენი დამსახურებაა.

„პროფილის“ გუნდი  კიდევ ერთ ახალ პროექტს იწყებს!

მათთვის, ვისაც ჩვენი გადაცემის ყვითელი და მხიარული შეფერილობა მოენატრა – ჩვენ ვიწყებთ „ანფასს“!  მთელი ქართული შოუბიზნესი ერთად ერთ გადაცემაში!   ასე რომ, ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ და ვებრძოლოთ ყველა დრომოჭმულ სტერეოტიპს „პროფილში“  „რუსთვი 2“-ზე და დავისვენოთ „ანფასთან“ ერთად  „მარაოზე“!

სამშაბათს 3 მაისს 21.00 მარაო „რუსთავი 2“-ზე დიდი სატელევიზიო პრემიერაა!“

პირველი გადაცემის სტუმრები ნანუკა ჟორჟოლიანი, მაკა ზამბახიძე, ოთო ფოლადაშვილი და ანა ახვლედიანი და ნინა სუბლატი და გიორგი შამანაური არიან", - წერს მაია ასათიანი.





პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე