11 წლის ბიჭი 8 წლის გოგონას მკვლელობისთვის დააკავეს

საქართველო, თბილისი - 13:13 | 06.10.2015
ნანახია: 2029

ამერიკის ტენესის შტატში 11 წლის ბიჭი 8 წლის გოგონას მკვლელობისთვის დააკავეს. Reuters-ის ინფორმაციით, ბავშვმა მეზობელ გოგონას მამის კუთვნილი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობა გულ- მკერდის არეში მიაყენა.

ბიჭი თავისი სახლის ფანჯრიდან სამ გოგონას ესაუბრებოდა. მან ერთ-ერთ მათგანს ახალდაბადებული ლეკვების ჩვენება სთხოვა, რაზეც გოგონამ უარი უთხრა. მოზარდმა მამამისის კუთვნილი სანადირო თოფი გამოიტანა და გოგონას ესროლა.

მოკლულის ვინაობა დადგენილია, ის ადგილობრივი სკოლის მესამე კლასის მოსწავლე იყო.

11 წლის მოზარდი პირველი ხარისხის მკვლელობაშია ბრალდებული, თუმცა როგორც არასრულწლოვანი. მომდევნო სასამართლო პროცესზე გაირკვევა განზრახმკვლეობისთვის ეჭვმიტანილს როგორც სრულწლოვანს ისე გაასამართლებენ, თუ როგორც არასრულწლოვანს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე