შავი ზღვის რიგით X ჯაზ-ფესტივალის დეტალები ხვალ გახდება ცნობილი

საქართველო, თბილისი - 12:37 | 26.04.2016
ნანახია: 1591

27 აპრილს, 13:00 საათზე, თიბისი გალერეაში გაიმართება პრესკონფერენცია შავი ზღვის რიგით  X  ჯაზ-ფესტივალთან დაკავშირებით.   ღონისძიებაზე ცნობილი გახდება იმ შემსრულებლების ვინაობა, რომლებიც კონცერტებს 15-დან 24 ივლისის ჩათვლით ბათუმის ჩოგბურთის კლუბში გამართავენ.

პრესკონფერენციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი და ისთერნ პრომოუშენსის დირექტორი გიორგი კერესელიძე გაუძღვებიან.

მისამართი: მარჯანიშვილის ქ. #7, თიბისი ბანკის სათაო ოფისი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე