ბარაკ ობამა: რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები ძალაში უნდა დარჩეს

საქართველო, თბილისი - 17:08 | 25.04.2016
ნანახია: 1494

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები ძალაში უნდა დარჩეს, ვიდრე ის მინსკის შეთანხმებას არ შეასრულებს.

”მე რუსეთთან კარგი ურთიერთობა მსურს და ბევრი რამ ჩავდე რუსეთთან ურთიერთობაში, მაგრამ ჩვენ სანქციები მის წინააღმდეგ ძალაში უნდა დავტოვოთ, ვიდრე რუსეთი მინსკის შეთანხმებებს სრულად არ შესრულებს. ”, - განაცხადა ობამამ ჰანოვერში სიტყვით გამოსვლისას.

პრეზიდენტმა ყოველწლიური ბაზრობის გახსნის შემდეგ სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ 21-ე საუკუნეში ძალის გამოყენებით საზღვრების ხელახლა გავლება დაუშვებელია.

შეერთებული შტატების პრეზიდენტს იმედი აქვს,  რუსეთი მიხვდება, რომ ქვეყნისთვის ჭეშმარიტი სიძლიერე მსოფლიოსთან თანამშრომლობას მოაქვს და არა მეზობლების დაშინებას. ამავე გამოსვლაში ბარაკ ობამამ სირიაში დამატებით 250 ამერიკელი სპეცრაზმელის გაგზავნის შესახებ გამოაცხადა. თუმცა ისინი საბრძოლო მოქმედებებში არ ჩაერთვებიან.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე