იემენში “ალ-ქაიდას” 800-ზე მეტი მებრძოლი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 16:40 | 25.04.2016
ნანახია: 1482

იემენში სამთავრობო ძალებმა და საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების ერთობლივმა სპეცდანაყოფემა ოპერაციის შედეგად “ალ-ქაიდას” 800-ზე მეტი მებრძოლი მოკლეს. ამის შესახებ საუდის არაბეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SPA იტყობინება. სააგენტოს ცნობით, მოკლულთა შორის ტერორისტული დაჯგუფების ლიდერებიც არიან.

როგორც კოალიციური ძალების ხელმძღვანელობის განცხადებაშია ნათქვამი, ოპერაცია იემენში მოქმედი ტერორისტული ფორმირებების წინაამდეგ და იემენის ქალაქებზე სახელმწიფო კონტროლის აღდგენისკენ იყო მიმართული

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე