ტერაქტების შემდეგ დაკეტილი მაალბეკის მტეროსადგური გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 16:29 | 25.04.2016
ნანახია: 1451

ბრიუსელში მაალბეკის მეტროსადგურმა, სადაც 22 მარტს ტერაქტი მოხდა, მუშაობა განაახლა.

ევროპული ინსტიტუტების მახლობლად მდებარე მაალბეკის სადგურმა მუშაობა სრულად აღადგინა. თუმცა აქ მგზავრების რაოდენობას ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტები ჭარბობნენ.  

ადგილზე გაძლიერებულია უსაფრთხოება, მგზავრებს კი სპეციალურად მოწყობილ მემორიალურ კედელზე დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ჩანაწერის დატოვება შეუძლიათ.

თვითმკვლელმა ტერორისტმა თავდასხმა მაალბეკის მეტროს სადგურში ბრიუსელის ნაციონალურ აეროპორტში მომხდარი აფეთქებიდან ერთ საათში მოაწყო. მან თავი მატარებლის ვაგონში აიფეთქა, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაიღუპა.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე