საქართველოს ბანკის ევროობლიგაციების ფასი 0.4%-ით შემცირდა

საქართველო, თბილისი - 12:46 | 06.10.2015
ნანახია: 1756

საქართველოს ბანკის ევროობლიგაციები (GEBGG) 5.9%-იანი შემოსავლიანობით, ფასით - 103.0 (-0.4% წინა კვირასთან შედარებით) დაიხურა, აღნიშნულის შესახებ „გალტ&თაგარტის“ კვირის მიმოხილვაშია საუბარი.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ევროობლიგაციებით (GEOROG) ვაჭრობა დაიხურა ფასით - 100.5 (-0.1% წინა კვირასთან შედარებით), 6.5%იანი შემოსავლიანობით, ხოლო საქართველოს რკინიგზის ევროობლიგაციები (GRAIL) ივაჭრებოდა 100.4 ფასად (-0.8% წინა კვირასთან შედარებით), 7.7%-იანი შემოსავლიანობით.

საქართველოს სუვერენული ევროობლიგაციები (GEORG) დაიხურა ფასით - 103.7 (-0.5% წინა კვირასთან შედარებით), 6.1%-იანი შემოსავლიანობით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე