სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრე ძალები იმარჯვებენ

საქართველო, თბილისი - 12:45 | 25.04.2016
ნანახია: 1451

წინასწარი მონაცემებით, სერბეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში, ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრე ძალები იმარჯვებენ. სერბეთის პროგრესული პარტია ხმების 56 პროცენტს აგროვებს. მეორე ადგილზე სოციალისტები გადიან. პარლამენტში ხვდება ულტრანაციონალური რადიკალური პარტიაც.

ვადამდელი არჩევენბის გამართვის იდეა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ალექსანდრ ვუჩიჩს ეკუთვნის, რომელმაც საჭიროდ ჩათვალა თავისი პოლიტიკური კურსის მოწინააღმდეგეებისთვის ღირსეული პასუხი გაეცა. მანდატებისთვის 20 პარტია, კაოლიცია და ბლოკი იბრძოდა.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე