ვენაში თეონა მოსიას კონცერტი გაიმართა

საქართველო, თბილისი - 12:42 | 25.04.2016
ნანახია: 1603

ვენაში ქართველი ჯაზ მომღერლის თეონა მოსიას კონცერტი გაიმართა. საღამო ავსტრიის დედაქალაქში კლუბ „შვარცბერგის“ საკონცერტო დარბაზში ჩატარდება.

შემსრულებელმა  ქართველ და უცხოელ მსმენელს ძველ და ნაცნობ სიმღერებთან ერთად, ახალ რეპერტუარებიც შესთავაზა.  

მოსიამ  ქართულ ხალხური სიმღერები ჯაზური არანჟირებით ევროპოელ მუსიკოსებთან ერთად შეასრულა.

 მაყურებლები აღფრთოვანებულები დარჩნენ, მათი განცხადებით,  კონცერტი ძალიან ორიგინალური და მრავალფეროვანი იყო.

 მოსიას შემოქმედების დიდი ნაწილი ეთნო-ჯაზურ კომპოზიციებს ეთმობა. ქართველი მომღერალი ავსტრიაში 5 წელია მოღვაწეობს.

 

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე