ამერიკელი მოზარდი, რომელმაც სამი თანაკლასელი დაჭრა, საავადმყოფოში გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 10:48 | 25.04.2016
ნანახია: 1484

ამერიკელი მოზარდი, რომელმაც გამოსაშვებ საღამოზე სამი თანაკლასელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, პოლიციელებთან ორმხრივი სროლის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა.

Associated Press-ის ინფორმაციით, ვისკონსინის შტატის ქალაქ ანტიგოს სკოლაში, 18 წლის ახალგაზრდამ გამოსაშვებ საღამოზე თანაკლასელებს ცეცხლი გაუხსნა და სამი მათგანი დაჭრა. ინციდენტის ადგილას პლიციელები მალე მივიდნენ. ორმხრივი სროლის შედეგად სამართალდამცველებმა მოზარდი დაჭრეს, რომელიც მოგვიანებით კლინიკაში გარდაიცვალა.

ოფიციალური მონაცემებით დაჭრილია სკოლის სამი მოსწავლე. თუმცა ამერიკული მედია ”მასობრივი მსხვერპლის” შესახებ წერს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დანაშაულის მოტივები უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე