პოროშენკო: სავჩენკო უკრაინაში რამდენიმე კვირაში დაბრუნდება

საქართველო, თბილისი - 10:18 | 25.04.2016
ნანახია: 1492

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან ბოლო სატელეფონო საუბრისას ნადეჟდა სავჩენკოს უკრაინაში დაბრუნების ვადები შეათანხმა.

პოროშენკოს თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ”გვირაბის ბოლოს სინათლე” პირველად დაინახა

”ამ ვადების შესახებ ვესაუბრე სავჩენკოს დედას, დას და ჩემს წარმომადგენლებს, რომლებიც ამ საქმის კოორდინაციით არიან დაკავებული”,- განუცხადა პრეზიდენტმა უკრაინულ მედიას.

პოროშენკო დარწმუნებულია, რომ სავჩენკოს საკითხი რამდენიმე კვირის განმავლობაში გადაწყდება.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ პუტინთან სავჩენკოს გაცვლის შესახებ შეთანხმდა. მაშინ კერმლს ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე