„თეატრი ათონელზე“ „ჰელვერის ღამეს“ წარმოადგენს

საქართველო, თბილისი - 15:30 | 24.04.2016
ნანახია: 1882

 

23-24 აპრილს 20:00 საათზე , „თეატრი ათონელზე“ ინგმარ ვილკვისტის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს „ჰელვერის ღამე“ წარმოადგენს. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია კობა სხილაძე. პროექტი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.

პიესაში აღწერილია 1930-იანი წლების ომამდელი ევროპული ქვეყანა, სადაც ფაშიზმი და იმ პერიოდში გავრცელებული იდეოლოგია - „განსხვავებული, გამოუსადეგარი ადამიანების, ჯანსაღი საზოგადოებისგან მოშორება“ მძვინვარებს. ისტორია   ორი ადამიანის - ჭკუასუსტი ბიჭისა და მისი დედობილის ტრაგიკულ ცხოვრებაზე მოგვითხრობს.

სპექტაკლი გადმოსცემს ამბავს სიყვარულზე, რომელსაც გამანადგურებელი ძალა აქვს. რა ხდება მაშინ, როცა ეს გრძნობა კარგავს თავის კლასიუკურ მნიშვნელობას და ადამიანისთვის დამანგრეველი ხდება. „ჰელვერის ღამე“ არის პიესა, რომელიც მსახიობებს და რეჟისორს საინტერესო მუშაობის საშუალებას აძლევს.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე