ნაძალადევის რაიონში მოსახლეობის კიდევ ერთი პრობლემა მოგვარდა

საქართველო, თბილისი - 13:46 | 23.04.2016
ნანახია: 1352

ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები სრულდება. აღნიშნულ მონაკვეთზე სანიაღვრე სისტემა არ არსებობდა, რაც წვიმიან ამინდში გზის ნაწილის დატბორვას იწვევდა და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას წლების განმავლობაში უქმნიდა.

პარალელურად სრულდება მანჯგალაძის I შესახვევის რეაბილიტაციაც, სადაც  გზა 30 წელზე მეტია არ გაკეთებულა. პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი 1100 კვ/მ ფართობზე დაიგო, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტროტუარებს და  მოეწყო  ბორდიურები. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე ქუჩაზე გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები.მანჯგალაძის ქუჩის მოსახლეობას ნაძალადევის რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია შეხვდა და სამუშაოები დაათვალიერა.

„სულ მცირე წვიმის დროსაც მანჯგალაძის ქუჩა მთლიანად იტბორებოდა, შესაბამისად აქ განხორციელებული სანიღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივებისთვის. კაპიტალური სამუშაოები ჩავატარეთ პირველ შესახვევშიც, როგორც მიწისქვეშა კოუნიკაციების, ისე მიწისზედა სამუშაოები და მოხარული ვარ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას დღეიდან აქვს შესაძლებლობა მოწესრიგებულ გარემოში იცხოვროს,’’ - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

 

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე