პილოტი თვითმფრინავის მართვის დროს გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 12:11 | 06.10.2015
ნანახია: 2162

ავიაკომპანია American Airlines-ის თვითმფრინავის Airbus A320-ის პილოტი თვითმფრინავის მართვის დროს გარდაიცვალა. ბორტზე 150 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა. Daily Mail,-ის ინფორმაციით 57 წლის მაიკლ ჯონსტონის დახმარებას ერთ-ერთი ბორტგამცილებელი ცდილობდა, თუმცა მან პილოტის გადარჩენა ვერ შეძლო.

თვითმფრინავი ფინიქსიდან ბოსტონში მიფრინავდა. ჯონსტონის გარდაცვალების შემდეგ მეორე პილოტმა ქალაქ სირაკიუსის აეროპორტში თვითმფრინავი წრმატებით დასვა.

პილოტის ქვრივის ბეტი ჯინის თქმით, ჯონსტონს გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. თუმცა 25-წლიანი მუშაობის დროს მას ამის გამო უსიამოვნებები არ ჰქონია.

ეკიპაჟის შეცვლის შემდეგ თვითმფინავი ბოსტონისკენ გაფრინდა. როგორც ცნობილია მსგავსი შემთხვევების გამო აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სამმართველო ფრენის დროს კაბინაში ორი პილოტის ყოფნას მოითხოვს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე