22 აპრილი დედამიწის დღეა

საქართველო, თბილისი - 18:00 | 22.04.2016
ნანახია: 1532

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, მახათას მთაზე გამწვანების აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავამ საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად მიიღო. აქციის ფარგლებში, მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე   60 -მდე  წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო.

დედამიწის დღე 1970 წლიდან აღინიშნება. ეს დღე ამერიკელმა სენატორმა გეოლორდ ნელსონმა მას შედეგ დაარსა, რაც სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა, რის შედეგადაც  ოკეანე დაბინძურდა და წყლის ბინადრები დაიხოცნენ.

ყოველი წლის 22 აპრილს 175 ქვეყანაში ამ დღეს აღნიშნავენ. საქართველო 1990 წლიდან შეუერთდა, რომლის მიზანია დედამიწაზე საკუთარი გარემოს გაუმჯობესება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე