7 ოქტომბერს აუქციონზე 10 მლნ ლარის სახაზინო ვალდებულებებს გამოიტანენ

საქართველო, თბილისი - 12:04 | 06.10.2015
ნანახია: 1738

 

7 ოქტომბერს ჩანიშნულ აუქციონზე, 2-წლიანი 10 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო   ვალდებულებები გაიყიდება, აღნიშნულის შესახებ „გალტ&თაგარტის“ კვირის მიმოხილვაშია აღნშნული.

მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) გასულ კვირას 700 მლნ ლარის (293.4 მლნ აშშ დოლარი) ღირებულების 7-დღიანი რეფინანსირების სესხები გასცა, საპროცენტო განაკვეთმა კი საშუალოდ 7.0% შეადგინა.

ასევე გასულ კვირაში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) 182-დღიანი, 20 მლნ ლარის (8.3 მლნ აშშ დოლარი) ნომინალური ღირებულების სადეპოზიტო სერტიფიკატები გაყიდა. საპროცენტო განაკვეთმა საშუალოდ 10.05% შეადგინა (75 საბაზისო პუნქტით მეტი წინა განთავსებასთან შედარებით).


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე