პუშკინის ქუჩა დღეს, 00:00 საათიდან, 24 აპრილის დილის 08:00 საათამდე გადაიკეტება

საქართველო, თბილისი - 17:05 | 22.04.2016
ნანახია: 1521

პუშკინის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულების მიზნით, დღეს 00:00 საათიდან 24 აპრილის დილის 08:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება. ამ დროისათვის მიმდინარეობს გზის გაფართოების სამუშაოები, მალის ნაშენის მოწყობა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური აქვეყნებს.

პროექტი ითვალისწინებს პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობას, საავტომობილო და საფეხმავლო გზის გაფართოებას და ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას, რაც განტვირთავს მიმდებარე ქუჩებს.

თბილისის მერია მოსახლეობას ბოდიშს უხდის შეფერხებისთვის !





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე