ინგა გრიგოლია: შლვაზე ნაწყენი აღარ ვარ

საქართველო, თბილისი - 16:37 | 22.04.2016
ნანახია: 1996

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში შალვა რამიშვილის პრესკონფერენციას ეხმაურება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„შალვა რამიშვილის დღევანდელი პრესკონფერენციის და განცხადებების შემდეგ, კიდევ ვინმეს დარჩა ნეტავ კითხვები, რატომ დახურეს პატარკაციშვილ-რუხაძე-ბახტაძეებმა ,,რეაქცია,,??)) ან ვინმე დაიწყებს ამის გაპრავებას,ტელევიზიის შიდა გადაწყვეტილება იყო და არა პოლიტიკურიო?? ერთი ფრაზა გამახსენდა, გრიგოლია გამოძიებას ატარებს და ველოდები მის პასუხსო(არადა,პასუხი იქვე იყო)) ----ხოდა, აი საბოლოო პასუხიც!! ვინ დატოვებდა ,რეაქციას,, ეთერში ...ის რუხაძე და ბახტაძე, რომლებიც თურმე(როგორც დღეს რამიშვილმა თქვა), იმაშიც კი ერეოდნენ, მოსამართლეებიდან ვინ უნდა გამოეყვანა წამყვანს გადაცემაში მურუსიძის გასაპრავებლად))) ,,რეაქციას,,, რომელიც ჩვენი დიდი ბრძოლით სრულად ასახავდა იმ რეალობას, რაც ქვეყანაში ხდებოდა და არ ემორჩილებოდა არავის დირექტივებს,ცხადია,არ დატოვებდნენ ეთერში ეს ტიპები,რომლებიც თურმე იუსტიციის საბჭოს ამბებსაც კი შიგნიდან აკონტროლებდნენ)))?? შალვაზე ნაწყენი აღარ ვარ, განსაკუთრებით მისი დღევანდელი განცხადების მერე ჩემთან დაკავშირებით.... პირველივე დღიდან ვამბობდი,რომ ბარნოვას თემა იყო გაჩალიჩებული და რეალურად სხვა ამბების გამო იყო გამოშვებული რამიშვილი)) ხოდა,რა ვიცი აბა, .. დანარჩენი ,რაც არ უნდა დავწერო,უკვე ბელეტრისტიკა იქნება)) ძალიან მეცინება!!! ძალიან“, -



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე