საფეხბურთო კლუბი ”გურია” ლეგიონერებმა დატოვეს

საქართველო, თბილისი - 16:23 | 22.04.2016
ნანახია: 2058

საფეხბურთო კლუბ ”გურიადან” ლეგიონერები, კარლოს სმოლი, ალვინ ბენეტი, ჯამალ როდრიგესი და მორალეზ ნუნესი წავიდნენ. ”რუსთავი 2”-ის ცნობით, ლეგიონერი ფეხბურთელების კლუბიდან წასვლის შესახებ ინფორმაციას გუნდის ხელმძღვანელობა ადასტურებს.

კლუბში განმარტავენ, რომ ფეხბურთელებმა გაუგებარი მიზეზით, თვითნებურად დატოვეს ”გურია” და სტამბოლში გადაფრინდნენ. კლუბის ხელმძღვანელობამ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ კლუბს ფეხბურთელებისადმი ფინანსური დავალიანება არ გააჩნია.

კლუბის ხელმძღვანელობის განცხადებით ოთხი ლეგიონერიდან, ორი ძირითადი გუნდის მოთამაშე იყო. ისინი ვარჯიშობდნენ გრიგოლეთის ბაზაზე და ცხოვრობდნენ ბათუმში. ”გურიას ოთხივე ლეგიონერთან აკავშირებს მოქმედი კონტრაქტი. კლუბის ადმინისტრაცია ამზადებს დოკუმემანტაციას ფეხბურთის ფედერაციაში წარსადგენად, რათა ლეგიონერების მიმართ სადისციპლინო სანქციები გატარდეს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე