„სანსეტ შოვს” კურორტ შოვში მდებარე სასტუმროს წყალმომარაგების უზრუნველყოფისთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სარგებლობის უფლება მიეცა

საქართველო, თბილისი - 11:46 | 06.10.2015
ნანახია: 1764

მთავრობამ „სანსეტ შოვს” კურორტ შოვში მდებარე სასტუმროს წყალმომარაგების უზრუნველყოფისთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სარგებლობის უფლება მისცა. საუბარია სატყეო უბნის, ხე-ტყის ჭრის უფლების გარეშე, 20 წლის ვადით გადაცემაზე.

მთავრობის №2041 განკარგულებაში აღნიშნულია, რომ კომპანიას ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მდებარე სასტუმროს წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, წყლის მილსადენების რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის მიზნით, შოვის სატყეო №18-სა და №32 კვარტალში მდებარე 1273 კვ.მ ფართობით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის (ხე-ტყის ჭრის უფლების გარეშე) ვადა შპს „სანსეტ შოვს“ 20 წლამდე განესაზღვრა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე