ჩინეთში ხიდიდან ავტობუსის გადავარდნის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 11:39 | 06.10.2015
ნანახია: 2030

შვიდი ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა აღმოსავლეთ ჩინეთში სამგზავრო ავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ანჰოის პროვინციაში მოხდა. ავტობუსი ხიდიდან 10 მეტრის სიღრმის ხრამში გადავარდა.

37-ადგილიანი სამგზავრო ავტობუსი ტურისტული იყო, ექიმების თქმით, დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მიმეა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე