ძლიერმა ქარმა წუხელ რუსთავის სხვადასხვა უბანში პრობლემები შექმნა

საქართველო, თბილისი - 13:39 | 22.04.2016
ნანახია: 1325

ძლიერმა ქარმა წუხელ რუსთავის სხვადასხვა უბანში რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსს სახურავი ახადა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.
სტიქიამ განსაკუთრებული ზარალი ძველ რუსთავს მიაყენა. 
რუსთავი-გარდაბნის ავტომაგისტრალზე, მარის არხის დასახლებაში, ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ბოძს დაეცა და დააზიანა. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მცირე ხნით შეფერხებული იყო ავტოტრანსპორტის მოძრაობაც. 
ქარიშხალმა რუსთაველის, გურამიშვილის, ნიკოლაძის,მაიაკოვსკისა და ბალანჩივაძის ქუჩებზე საცხოვრებელ კორპუსებს სახურავები ახადა, 21-ე მიკრორაიონში, რუსთაველისა და გიორგაძის ქუჩებზე მოგლიჯა ხეები.

სტიქიის გამო მობილიზებული იყო რუსთავის მერიის ყველა სამსახური. წაქცეული ხეებისგან გზებისა და ეზოების დასუფთავების პროცესი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. 
ამ დროისთვის მერიის ცხელ ხაზზე შეტყობინება 15-მდე მისამართიდან არის შემოსული. 
დაზარალებული უბნები გვიან ღამით რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ქალაქის მერის განცხადებით, სტიქიით მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე