გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 200 ათასი ლარი მიიღო

საქართველო, თბილისი - 11:32 | 06.10.2015
ნანახია: 1698

გარემოს ეროვნული სააგენტო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან  დამატებით დაფინანსებას მიიღებს. მთავრობის №2038 განკარგულებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული დაფინანსება ყაზბეგში, დევდორაკთან ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას მოხმარდება.

როგორც ცნობილია, სააგენტო მდინარე ამალი-დევდორაკის ხეობაში მოსალოდნელ სტიქიურ ჰიდრომეტეოროლოგიურ და გეოლოგიურ მოვლენებზე წინასწარი შეტყობინების ავტომატური სისტემის მოწყობას ახორციელებს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 318 ათას ევროს შეადგენს. თუმცა აღნიშნული სისტემის მოწყობისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურაც აუცილებელია. სწორედ ამიტომ ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მზინით გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან  0,2 მლნ ლარის დაფინანსება მიიღო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე