მიხეილ ჯანელიძე მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ გაერო-ს მაღალი დონის თემატურ დებატებზე სიტყვით გამოვიდა

საქართველო, თბილისი - 11:28 | 22.04.2016
ნანახია: 1421

ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, სადაც სამართლიანობა, სამოქალაქო უფლებების უზრუნველყოფა და თანასწორობა განვითარების მთავარი პრინციპებია - ამისშესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ გაერო-ს მაღალი დონის თემატურდებატებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნულ დონეზე განხორციელების ინტენსიური პროცესი დაიწყო და ისინი ქვეყნისსტრატეგიული პრიორიტეტების შესაბამისად ეროვნულ მიზნებად აქცია.

გაეროს მაღალი ტრიბუნიდან მიხეილ ჯანელიძემ ვრცლად ისაუბრა საქართველოს განვითარების მთავარ ამოცანაზე, რაც ქვეყნის ევროპულ ოჯახშიინტეგრაციას, მოქალაქეებისთვის სტაბილური გარემოს უზრუნველყოფას, ინსტიტუციების გაძლიერებასა და ეკონომიკურ პროგრესს გულისხმობს.

მისი განცხადებით, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ინსტიტუციური რეფორმების პარალელურად, საქართველოს მთავრობამ დაიწყო ამბიციურიეკონომიკური დღის წესრიგის განხორციელება, რაც ქვეყნის მთავარი გამოწვევის - უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევას ემსახურება.

ამ პროცესში მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მთავრობის ოთხ-პუნქტიანი რეფორმების გეგმაზე, რომელიც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მდგრადიგანვითარების ამოცანების ეფექტიან შესრულებას.

მინისტრის განცხადებით, მთავრობის რეფორმების დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა კერძო სექტორის განვითარებისთვის ხელსაყრელიბიზნეს გარემოს შექმნას. ქვეყნის განვითარების გეგმებს შორის არის საჯარო მმართველობის რეფორმა და სამთავრობო უწყებების საქმიანობისეფექტიანობის გაზრდა, რასაც მთავრობის ერთიანი „ფრონტ ოფისის" შექმნის იდეა ემსახურება.

მინისტრმა ქვეყნის და მთლიანად რეგიონის განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორად დაასახელა საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიისდამაკავშირებელი რგოლის პოტენციალის გამოყენება. ამ ფუნქციის უკეთ განხორციელებისთვის კი მთავრობამ რეფორმირების ერთერთ მნიშვნელოვანმიმართულებად ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაისახა.

საკუთარ გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობისა და ცალკეული მთავრობების ვალდებულებას -უზრუნველყონ თითოეული ადამიანისთვის რეალიზაციისა და განვითარების ხელსაყრელი პირობები. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავსძლიერი საგანმანათლებლო სისტემის შექმნას, რომელიც საქართველოს მთავრობის ოთხ-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

საკუთარი გამოსვლის დასასრულს მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა მდგრადი განვითარების დღის წესრიგში კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებიმოსახლეობის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. მისი განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობის მოვალეობაა ამ ადამიანებისთვისუზრუნველყოს სამართლიან და მშვიდობიან გარემოში განვითარების საშუალება.

„მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ადამიანების, ასევე ამრეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და დევნილების საჭიროებები. საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ყველაფერსგავაკეთებთ იმისათვის, რომ მათ თანაბრად ისარგებლონ მდგრადი განვითარების დღის წესრიგით გათვალისწინებული სიკეთეებით"- განაცხადა მიხეილჯანელიძემ.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე