ვენაში ქართველი ჯაზ მომღერლის თეონა მოსიას კონცერტი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 17:13 | 21.04.2016
ნანახია: 2625

ხვალ, ვენაში ქართველი ჯაზ მომღერლის თეონა მოსიას კონცერტი გაიმართება. საღამო ავსტრიის დედაქალაქში კლუბ „შვარცბერგის“ საკონცერტო დარბაზში ჩატარდება.

შემსრულებელი ქართველ და უცხოელ მსმენელს ძველ და ნაცნობ სიმღერებთან ერთად, ახალ რეპერტუარსაც შესთავაზებს. ის ქართულ ხალხური სიმღერებს ჯაზური არანჟირებით ევროპოელ მუსიკოსებთან ერთად შეასრულებს.

როგორც ჯაზ შემსრულებელმა განაცხადა, კონცერტი ძალიან ორიგინალური და მრავალფეროვანი იქნება. სტუმრებს ბევრი სიურპრიზი ელოდება.

ბილეთის ფასი 10 ევროა, მისი შეძენა კლუბ  „შვარცბერგის“ სალაროშია შესაძლებელი. მოსიას შემოქმედების დიდი ნაწილი ეთნო-ჯაზურ კომპოზიციებს ეთმობა. ქართველი მომღერალი ავსტრიაში 5 წელია მოღვაწეობს.

მიშა ხაჩიძე, სპეციალურად ვენიდან

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე