ვაკის გამგეობა რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოს ახორციელებს

საქართველო, თბილისი - 15:21 | 21.04.2016
ნანახია: 1481

ინფრასტრუქტურულ თუ თანადაფინანსებულ პროექტებზე სასაუბროდ ვაკის რაიონის გამგებელი, ნოდარ ტურძელაძე დღეს მოსახლეობას შეხვდა. ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის მე-10 კორპუსთან გამგეობა სხვადასხვა სამუშაოს აწარმოებს. მთლიანად იცვლება საკანალიზაციო სისტემა, ტერიტორიაზე არსებულ ხეივანში ეწყობა მოსასვენებელი სკვერი; ასევე, აღნიშნულ მისამართზე  სპორტული მოედნების  სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

"ეს ხეივანი, რომელიც წლების მანძილზე მოუწესრიგებელი იყო და ფაქტიურად ავტოსადგომად იყენებდნენ, სკვერის ფუნქციას იბრუნებს. ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია ასევე სპორტული მოედნების კეთილმოწყობა; ამ ტერიტორიაზე ორი სპორტული მოედნის აღდგენითი სამუშაოები თითქმის დასრულებულდა“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, სკვერს ექნება კეთილმოწყობილი საფეხმავლო ბილიკები, მოეწყობა ბორდიურები, მოწესრიგდება მწვანე საფარი, დამონტაჟდება განათებები და განთავსდება დასასვენებელი სკამები.

რაც შეეხება სპორტულ მოედნებს, წლის ბოლომდე სულ 23 სპორტული მოედნის აღდგენა-რეაბილიტაცია განხორციელდება. ამ დროისთვის 6 სპორტული მოედანია აღდგენილი, მიმდინარეობს ხუთი მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

შეხვედრაზე ვაკის გამგებელმა გამგეობის სამომავლო გეგმებსა და მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა.

 

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე