ირაკლი ლექვინაძე: ერთი ხელის მოსმით გარე ვაჭრობის ტერიტორიების გაწმენდა არაჰუმანურია

საქართველო, თბილისი - 14:48 | 21.04.2016
ნანახია: 2563

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, გარევაჭრობა იმ ფორმით, რა ფორმითაც არსებობს, დაშვებული არ არის, თუმცა მთავრობა ითვალისწინებს გარემოვაჭრეთა მდგომარეობას და ამ ეტაპზე რაიმე ხისტი გადაწყვეტილებისგან თავს იკავებს.

"ჩვენ გვქონდა აქტიური კომუნიკაცია ბაზრობების ხელმძღვანელებთან.  გვქონდა მსჯელობა იმ შესაძლებლობებზე, თუ როგორ შეიძლება გარე ვაჭრობა იყოს დარეგულირებული. ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვაქვს შემუშავებული გარე ვაჭრობის წესი, რომელიც გულისხმობს თბილისის გარკვეულ არეალებზე პროდუქციით შედარებით ორგანიზებულ ვაჭრობას. ასევე, თავად ბაზრობების ხელმძღვანელები გამოთქვამენ  მზაობას, რომ ამ ადამიანებს გამოუყონ ადგილები, სადაც ისინი შეძლებენ თავიანთი პროდუქციის რეალიზებას. ერთი ხელის მოსმით გარე ვაჭრობის ტერიტორიების გაწმენდა არის არაჰუმანური, თუმცა ალტერნატიული შეთავაზება შესაძლებელია“,- განუცხადა ჟურნალისბტებს ირაკლი ლექვინაძე.

გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით დღეს გამართულ აქციაზე 4 პირი დააკავეს. თბილისის ცენტრალური სადგურის მოედნის მიმდებარზე ტერიტორიაზე გარევაჭრობის აკრძალვას მაღაზიებში მოვაჭრეები მოითხოვენ, რასაც გარემოვაჭრეები ეწინააღმდეგებიან.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე