აშშ-მ ყველაზე დიდი სავაჭრო კავშირი შექმნა

საქართველო, თბილისი - 10:52 | 06.10.2015
ნანახია: 1779

აშშ-ს, იაპონიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის 10 სახელმწიფოს წარმომადგენლებმა ატლანტაში მიაღწიეს შეთანხმებას ტრანს წყნარი ოკეანული პარტნიორობის შესახებ. როგორც ცნობილია, ამ ქვეყნებზე მსოფლიო ვაჭრობის 40 %-ი მოდის.

ეს შეთანხმება 20 წლიანი არსებული შეთანხმების - NAFTA-ს ფაქტობრივად გაფართოებული ფორმატია, რაც ბარაკ ობამას საგარეო პოლიტიკის დიდ გამარჯვებას ნიშნავს. თუმცა კონგრესს მისი დამტკიცების გარანტია არ აქვს, რადგანაც ხმის მიცემა ამ შეთანხმების შესახებ, შესაძლებელია მხოლოდ 2016 წლის დასაწყისში, რაც ობამას პრეზიდენტობის უკანასკნელი წელია.

აშშ-ს, იაპონიის, მექსიკისა და კანადის გარდა ამ პარტნიორობის ახალი წევრები არიან ავსტრალია, ახალი ზელანტია, პერუ, ჩილე, ვიეტნამი, მალაიზია, ბრუნეი და სინგაპური.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე