როგორი იქნება ნანუკა ჟორჟლიანის ახალი გადაცემა?

საქართველო, თბილისი - 14:00 | 21.04.2016
ნანახია: 1705

ნანუკა ჟორჟოლიანი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მცირე განმარტებას აკეთებს თავისი გადაცემის შესახებ. როგორც მოგეხსენებათ, „ნანუკას შოუს“ გუშინდელ გადაცემაში, წამყვანმა დაანონსა, რომ სექტემბრიდან ეთერში „ნანუკას შოუ“ აღარ გავა.

მას სრულიად რადიკალურად განსხვავებული გადაცემა ჩაანაცვლებს, თუმცა როგორი ფორმატის იქნება ის და რა ერქმევა გადაცემას, ჯერჯერობით უცნობია. ამბობენ იმასაც, რომ ახალი სეზონიდან ნანუკა პოლიტიკურ გადაცემას ამზადებს, თუმცა რამდენად სიმართლეა ეს ყველაფერი, ჟურნალისტი ამასთან დაკავშირებით წერს:

„1. მადლობა დღევანდელი რეიტინგისთვის.

  1. მადლობა ყველა ოთხშაბათისთვის!
  2. სექტემბრიდან ბევრ სიახლეს გპირდებით. იმედია ჩვენ შევძლებთ რაღაც ახალის და საინტერესოს გაკეთებას.
  3. ერთადერთი რასაც წინასწარ გაგიმხელთ არის ის, რომ ბუნებრივია ჩვენ არ გავალთ ჩვენი სეგმენტიდან და არანაირი პოლიტიკა არ იქნება გადაცემაში.

ჩვენ გადაცემას ვაკეთებთ ყველაზე და ყველასთვის“, - წერს ნანუკა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე