ბავშვი დედის გარდაცვალებიდან 55 დღის შემდეგ დაიბადა

საქართველო, თბილისი - 12:55 | 21.04.2016
ნანახია: 1921

 

პოლონეთის ქალაქ ვროცლავში ბავშვი დედის გარდაცვალებიდან 2 თვის შემდეგ დაიბადა. 41 წლის ქალს, რომელიც სიმსივნით იყო დაავადებული ორსულობის მე-17 კვირას ექიმებმა თავის ტვინის სიკვდილი დაუდგინეს, თუმცა მისი გული მუშაობას მაინც განაგრძობდა.

პოლონური გამოცემა  NTO-ის ინფორმაციით, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ექიმებმა შეძლეს ქალის ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი  ფუნქციების შენარჩუნება. 55 დღის შემდეგ კი, როდესაც ქალის ფაქტობრივი სიკვდილი დადგა, ექიმებმა საკეისრო კვეთის შედეგად ბავშვი გარდაცვლილი დედის მუცლიდან ამოიყვანეს. ახალშობილი ორ კილოგრამს იწონიდა. მან თითქმის ორი თვე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაატარა. შემდეგ პატარა საავადმყოფოდან გაწერეს და მამას გადასცეს. ამჟამად ბავშვი 3 კილოგრამს იწონის და სრულიად ჯანმრთელია.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე