People-ის ვერსიით წლის ულამაზესი ქალი ჯენიფერ ენისტონია

საქართველო, თბილისი - 11:50 | 21.04.2016
ნანახია: 2029

პოპულარული გამოცემის People-ის ჟურნალისტებმა 2016 წლის ულამაზეს ქალად 47 წლის ჯენიფერ ენისტონი დაასახელეს. გამოცემის ავტორების თქმით, სერიალ ”მეგობრების” ვარსკვლავი ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდას ეწევა, ის ასევე კეთილი, მშვიდი და თავდაჯერებული ქალია.

ჯენიფერ ენისტონი ყოველ დღე სპორტს 6 საათს უთმობს, მან სამუდამოდ უარი თქვა ფასტ-ფუდზე და მხლოდ ჯანსაღ საკვებს მიირთმევს.

”გარშემომყოფებს არ მისცეთ თქვენი კრიტიკის უფლება, მათი სიტყვები გულთან ახლოს არ მიიტანოთ. მშვიდად მიიღეთ ცხოვრების გამოწვევები და ეცადეთ არაფერზე ინანოთ”, - ციტირებს ჟურნალი ენისტონის სიტყვებს.

საინტერესოა, რომ Victoria's Secret-ის გამოკითხვის თანახმად ყველა დროის ყველაზე სექსუალურ ქლად ჯენიფერ ლოპესი დასახელდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე