ელისაბედ მეორე 90 წლის გახდა

საქართველო, თბილისი - 11:09 | 21.04.2016
ნანახია: 1751

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე 90 წლის იუბილეს აღნიშნავს. მონარქის დაბადების დღის აღსანიშნავი ზეიმი კი ტრადიციულად ივნისში გაიმართება. მისი უდიდებულესობისთვის ეს დღე ჩვეულებრივი სამუშაო დღე იქნება.

ელისაბედ მეორე თავის 94 წლის მეუღლესთან - ედინბურგის ჰერცოგთან, პრინც ფილიპთან ერთად უინძორის პარკში, ახალ საფეხმავლო მარშრუტს - ”დედოფლის ბილიკს” გახსნის.

დღევანდელ მოვლენასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის ფოსტამ 10 საუბილეო მარკა გამოუშვა. ერთ-ერთ მათგანზე გამოსახულია ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეთა ოთხივე თაობა - ელისაბედ მეორე, მისი ვაჟი პრინცი ჩარლზი, შვილიშვილი - პრინცი უილიამი და შვილთაშვილი ჯორჯი.

ელისაბედის კორონაცია 1953 წლის 2 ივლისს, ვესმისტერის სააბატოში შედგა.

თავისი მმამრთველობის განმავლობაში ელისაბედ დედოფალი არასდროს აძლევდა თავის ქვეშევრდომებს მასში ეჭვის შეტანის საბაბს. ამ პერიოდში მას ფაქტობრივად არცერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ან ეთიკური შეცდომა არ დაუშვია და სწორედ ამიტომაც ის ერის სიამაყის სიმბოლოდ იქცა.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე