ბესო აბაშიძე მტირალას ეროვნულ პარკში, სპორტული თევზაობის ტურნირს დაესწრო

საქართველო, თბილისი - 10:48 | 21.04.2016
ნანახია: 1564

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, ბესო აბაშიძე მტირალას ეროვნულ პარკში იმყოფებოდა, სადაც სპორტული თევზაობის ტურნირს დაესწრო.

ტურნირი საქართველოში პირველად, „დაიჭირე და გაუშვის“ პრინციპის დაცვით, მდინარე ჩაქვისწყალზე ჩატარდა. მისი მიზანი, საქართველოში სპორტული თევზაობის დანერგვა და ახალი ტურისტული სერვისის წარგდენა იყო.

ტურნირი საქართველოს გაშოლტვით მეთევზეთა კლუბის ორგანიზებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე