შსს-მ ბუპრენორფინის შემცველი 82 აბი ამოიღო

საქართველო, თბილისი - 10:20 | 06.10.2015
ნანახია: 1943

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული გიორგი მ.ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.

 სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი 82 აბი და 2 ნატეხი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნარკოტიკი საქართველოში თურქეთიდან უკანონოდ შემოიტანა.

 გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე