უკრაინაში 2014 წლის შემდეგ გადაღებული რუსული ფილმები აიკრძალა

საქართველო, თბილისი - 10:35 | 21.04.2016
ნანახია: 1612

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა კანონს რუსული ფილმების აკრძალვის შესახებ. აკრძალვა შეეხება 2014 წლის 1 იანვრის შემდეგ გადაღებულ ფილმებს. კერძოდ მხატვრულ ფილმებს, ტელესერიალებსა და ტელეგადაცემებს. ამის შესახებ უმაღლესი რადას საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. უკრაინის პარლამენტმა შესაბამისი კანონპროექტი 29 მარტს დაამტკიცა.
როგორ განმრატებით ჩანაწერშია აღნიშნული, ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს ”საინფორმაციო სფეროში უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების დონის გაზრდას.
როგორც ცნობილია, 2015 წლის დეკემბერში უკრაინის კულტურის სამინისტრომ გამოაქვეყნა რუსეთის კულტურის მოღვაწეების 83-კაციანი სია, რომლებიც ხელისუფლების აზრით, საფრთხეს უქმნიან ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე