გორკის N28-ში ახალი სკვერი მოეწყობა

საქართველო, თბილისი - 16:13 | 19.04.2016
ნანახია: 1350

ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გორკის N28-ში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა და აღნიშნულ ტერიტორიაზე სკვერის კეთილმოწყობის პროექტი გააცნო. მისი ინფორმაციით, ტერიტორიაზე, სადაც წლების განმავლობაში ნაგავი უნებართვოდ იყრებოდა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სკვერი მოეწყობა.

„მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, გამგეობის მიერ მომზადდა სკვერის მოწყობის პროექტი, რომელიც მოქალაქეებს გავაცანით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ჩართულობა ქალაქის გალამაზებასა და კეთილმოწყობაში.   “ - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ. 

ჩუღურეთის რაიონში, ამ დროისთვის, მაზნიაშვილის ქუჩაზე,

ტოლსტოისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე სკვერების რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.   2016 წლისთვის დაგეგმილია 30 სკვერის რეაბილიტაცია და 4 ახალი სკვერის მოწყობა.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე