დავით ნარმანია ოფიციალური ვიიტით სტამბოლში იმყოფება

საქართველო, თბილისი - 16:32 | 19.04.2016
ნანახია: 1455

თბილისის მერი დავით ნარმანია ოფიციალური ვიზიტით სტამბოლში იმყოფება, სადაც ქალაქ სტამბოლის მეტროპოლიის მუნიციპალიტეტის მთავრობის წევრებს ხვდება და სამსახურების მუშაობას ეცნობა. 

დავით ნარმანიამ შეხვედრები გამართა ქალაქ სტამბოლის ურბანული დაგეგმარებისა დ განვითარების, სატრანსპორტო მართვის, სერვისებისა და საინვესტიციო, კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის დეპარტამენტების ხელმძღვანელობებთან. ასევე, ადგილზე გაეცნო სტამბოლის ნარჩენების მართვის სისტემას. გამოცდილების გაზიარების მიზნით, სამსახურების წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, პრეზენტაციები გამართეს და თბილისის მერს თურქეთის უდიდესი ქალაქის საკვანძო სამსახურების მუშაობის პრინციპების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ისაუბრეს დანერგილი პრაქტიკისა და განხორციელებული ინოვაციური პროექტების შესახებ. 

განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა სტამბოლის არქიტექტურასა და ურბანულ დაგეგმარებაზე, ასევე, სატრანსპორტო სისტემასა და მოძრაობის კოორდინაციის მართვაზე. დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისში ამ კუთხით არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, სტამბოლის, როგორც თურქეთის უდიდესი ქალაქის გამოცდილება განსაკუთრებით საინტერესოა. 

თბილისის მერის ვიზიტი სტამბოლში დღეს დასრულდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე