არჩილ ხაბაძე: სახელმწიფოს მოსამართლისთვის ბინის 10 წლიანი იჯარა და შესყიდვა, ერთი და იგივე უჯდება

საქართველო, თბილისი - 14:50 | 19.04.2016
ნანახია: 1275

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, სახელმწიფოს მოსამართლეებისთვის ღირსეული საცხოვრისით უზრუნველყოფის ვალდებულება გააჩნია და ამ ვალდებულებებში შეიძლება იყოს როგორც იჯარა ასევე, შესყიდვა. არჩილ ხაბაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავასთვის ბინის გადაცემის თემაზე კომენტირებისას განაცხადა ასევე, რომ სახელმწიფოს ბინის 10 წლიანი იჯარა და შესყიდვა, ერთი და იგივე უჯდება.

,,რაც შეეხება ამ შემთხვევას, ქონების მართვის სამინისტრომ მოგვმართა, მაგრამ ამ შემთხვევაში ის ქონება, რომელიც უნდა გადაეცეს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. შესაბამისად, ჩვენი პასუხი იყო ის, რომ უნდა მიმართონ ქონების მართვის სააგენტოს, რაც მათ გააკეთეს“, - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ. 
გავრცელებულ ინფორმაციას, მოსამართლე მერაბ ტურავასთვის ბათუმის მერიის საკუთრებაში არსებული ბინის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ, საია ეხმაურება. ახალგაზრდა იურისტები მიიჩნევენ, რომ ამ ქმედებით ჩრდილი მთლიანად მოსამართლის ინსტიტუტს ადგება.

“კრიტიკის მიუხედავად, სახელმწიფოს დღემდე არ შეუმუშავებია მკაფიო და გამჭვირვალე რეგულაცია, რომელიც მოსამართლეებისათვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის საკითხს დაარეგულირებდა”, - წერია საიას განცხადებაში, სადაც ორგანოზაცია ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავასთვის ბინის გადაცემის საკითხს ბათუმის მერია დღეს ბათუმის საკრებულოს ბიუროზე გაიტანს, ხვალ კი საკრებულოს სხდომაზე განიხილება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე