2016 წელს პენსიები არ გაიზრდება

საქართველო, თბილისი - 19:55 | 05.10.2015
ნანახია: 1951

2016 წელს პენსიები არ გაიზრდება. ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ როდესაც ქვეყნის გარშემო რთული ეკონომიკური ვითარებაა, დამატებით სოციალური ვალდებულებების აღება სწორი არ არის.

”ფინანსთა სამინისტრო 2016 წლის ბიუჯეტში სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულების შესრულებას გეგმავს. ეს არის იმ ვალდებულებების დაფინანსება, რომელიც სახელმწიფოს უკვე აღებული აქვს და სახელმწიფო ამ ვალდებულებების დაფინანსებაზე უარს არ იტყვის. ეს არის საპენსიო უზრუნველყოფა, სოციალური დახმარებები, ჯანდაცვის პროგრამები და ასე შემდეგ. პენსიონერთა რაოდენობა წელს 40 ათასზე მეტით არის გაზრდილი, რაც დამატებით ხარჯს იწვევს, თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე შეზღუდვების დაწესებას ამ მიმართულებით. იმ პერიოდში როდესაც ქვეყნის გარშემო არის საკმაოდ რთული ეკონომიკური ვითარება დამატებით სოციალური ვალდებულებების აღება სწორად არ მიმაჩნია“, - აცხადებს გიორგი კაკაურიძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე