საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეცნიერებათა ფესტივალი ჩატარდა

საქართველო, თბილისი - 12:33 | 19.04.2016
ნანახია: 2713

16 აპრილს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის გიორგი ნიკოლაძის სახელობის დარბაზში ჩატარდა მეცნიერებათა ფესტივალი  —  მეცნიერულ-ტექნოლოგიური გამოწვევები და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. აღნიშნული პროექტი განხორციელდა „ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციურ საქმიანობათა ხელშემწყობი ცენტრის - ერთად“ ხელმძღვანელობით.

პროექტში მონაწილეობას იღებდნენ სკოლის მოსწავლები სხვადასხვა რეგიონებიდან და სტუ-ს მოსწავლეთა საინჟინრო აკადემიის მსმენელები. ასევე, სტუ-ს პირველი კურსის სტუდენტები.

პროექტის პირველი ნაწილი დაეთმო სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების  მოხსენებებს:

  1. ზურაბ გასიტაშვილი-საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, მეცნიერულ-ტექნოლოგიური გამოწვევები და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“;
  2. ელგუჯა მეძმარიაშვილი- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის გენერალური კონსტრუქტორი, ექსტრემალური ინჟინერია კოსმოსში და დედამიწაზე“;
  3. ვახტანგ კვარაცხელია- ნ. მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი, გამოთვლითი მათემატიკა - გამოწვევები, პერსპექტივები“;
  4. აკაკი გიგინეიშვილი- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ფიზიკა- ტექნოლოგიური პროგრესის საფუძველი“;
  5. ლევან იმნაიშვილი- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რატომ უნდა დავეუფლოთ კომპიუტერულ ინჟინერიას?“
  6. გია არაბიძე- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანი, საქართველოს ენერგეტიკა და პერსპექტივები“;
  7. ოლეგ ნამიჩეიშვილი- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორი, ბაზელის პრობლემა“;
  8. ავთანდილ ჯანჯღავა- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი, ინფორმაციულ-ტექნოლოგიური გამოწვევები და ჩვენ - სტუდენტები“.

აღსანიშნავია,  ასევე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანის - კენეთ უოლშის მოხსენება -სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მისია საქართველოში, რომელმაც ისაუბრა უნივერსიტეტების თანამშრომლობის შესახებ.

 

ლანჩის შემდეგ მოსწავლეებმა დაათვალიერეს სტუ-ს სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები. კერძოდ, საინჟინრო ფიზიკის; ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის; ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტისა და სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიები. ასევე, გაეცნენ სტუ-ს კერამიკოსთა შემოქმედებას.

პროექტი დასრულდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრ-სტუდიის „მოდი ნახე“ გახმაურებული სპექტაკლით - „ჰელადოს“.

აღნიშნული მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა მაღალ დონეზე და დიდი მოწონება დაიმსახურა სტუმართა და დამსწრე საზოგადოების მხრიდან. რეგიონების სკოლებთან დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე