გერმანიის საგარეო უწყება თურქეთში მყოფ გერმანელ ტურისტებს ურჩევს ერდოღანის გაკრიტიკებას მოერიდონ

საქართველო, თბილისი - 12:28 | 19.04.2016
ნანახია: 1453

გერმანიის საგარეო უწყება თურქეთში მყოფ გერმანელ ტურისტებს ურჩევს პრეზიდენტ ერდოღანის გაკრიტიკებისაგან თავი შეიკავონ.

სამინისტრო გერმანიის მოქალაქეებს ასევე აფრთხილებს,რომ არ გამოხატონ სიმპატიები ტერორისტული ორგანიზაციების მიმართ.

როგორც Focus Online აღნიშნავს, გერმანიაში ტელეწამყვანისა და სატირიკოსის იან ბეერმანის საქმზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით, ეს რეკომენდაციები განსაკუთრებულად აქტუალური გახდა. როგორც ცნობილია, ბეერმანმა თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის შესახებ შეურაცხმყოფელი ლექსი წაიკითხა. ამასთან გერმანიის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ გერმანელი ტურისტებისადმი რჩევები სკანდალამდე დამტკიცდა და მასთან სამინისტროს რეკომენდაციებს  არავითარი კავშირი არ აქვს.

რეზონანსული ლექსი გერმანიის  ტელევიზიის ZDF-ის ერთ-ერთ გადაცემაში გაჟღერდა, ავტორმა ერდოღანი ქურთებისა და ქრისტიანების შევიწროვებაში  და ოპოზიციური გაზეთების დახურვაში დაადანაშაულა. ლექსი უკიდურესად შეურაცხმყოფელ გამონათქვმებს შეიცავდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე