მახათას მთაზე გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 11:03 | 19.04.2016
ნანახია: 1355

მახათას მთაზე გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის საფუძვლის მოწყობის სამუშოები: გზის გაფაროების მიზნით, მოიჭრა 8840 კბ.მ მთის ფერდობი, მოიჭრა და მოსწორდა მიწის გრუნტი, დაიყარა და მოსწორდა ფრაქციული ქვა-ღორღი, მიმდინარეობს რკინა-ბეტონის კიუვეტებისა და ბორდიურების მოწყობა. 

სამებისა და მახათს მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ტაძრების დამაკავშირებელ 2 კმ სიგრძის გზას, თბილისის მერიის დაკვეთით, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" აშენებს. პროექტის მიხედვით, ახალ გზაზეორფენიანი ასფალტბეტონის საფარი დაიგება, საფუძვლის წვიმისგან დასაცავად, გზის ერთ ნაწილში, რომელიცდასახლებულ ტერიტორიაზე გადის, გაკეთდება სანიაღვრე ქსელი, ჩაიდება მილები, მოეწყობა ჭები და დაერთებებიწყალმიმღებ არხებთან, გზის მეორე ნაწილში კი - რკინაბეტონის კიუვეტი ჩაშენდება.

სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გზა, რომელიც თბილისის ისტორიულ უბანს, ავლაბარს მახათას მთასთანდააკავშირებს, არამარტო მოძრაობას განტვირთავს, არამედ, უამრავი ვიზიტორისა და ტურისტისთვისგადაადგილებას კომფორტულს გახდის. ახალი გზის მშენებლობა 2016 წლის თებერვალში დაიწყო და ივნისშიდასრულდება.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე