ქაბულში ტერაქტს 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:45 | 19.04.2016
ნანახია: 1469

20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ქაბულში მომხადრი ტერაქტის შდეგად. ამის შესახებ Tolo News-ი იუწყება.

ქაბულის ცენტრში თვითმკვლელმა-ტერორისტმა დანაღმული ავტომობილი ააფეთქა, რომელსაც თავად მართავდა. აფეთქება იმ ადგილას მოხდა,  სადაც განლაგებულია ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების სამმართველოს შტაბ-ბინა, თავდაცვის სამინისტრო და აშშ-ის საელჩო. აფეთქების ადგილიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარეობს პრეზიდენტის სასახლე.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა მოძრაობა ”თალიბანმა” აიღო.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე