ეკვადორში გადაარჩიეს მამაკაცი, რომელიც მიწისძვრისგან დანგრეული შენობის ნანგრევებში 40 საათის განმავლობაში იმყოფებოდა

საქართველო, თბილისი - 10:28 | 19.04.2016
ნანახია: 1406

ეკვადორელმა მაშველებმაგადაარჩინეს მამაკაცი, რომელიც მიწისძვრისგან დანგრეული შენობის ნანგრევების ქვეშ 40 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

გადარჩენილი ქალაქ პორტოვიეხოს სასტუმროს ადმინისტრატორი აღმოჩნდა. მიწისძვრის დროს ის შენობის პირველ სართულზე იმყოფებოდა. ცხრასართულიანი სასტუმრო მთლიანად დაინგრა, თუმცა პაბლო კორდობეს გაუმართლა - ის ცოცხალი გადარჩა და ახლობლებსაც კი დაურეკა.
რამდენიმესაათიანი სამაშველო სამუშაოების შემდეგ პაბლო ნანგრევებიდან ამოიყვანეს.

ამ დროისათვის ეკვადორის ოთხ ქალაქში სამაშველო სამუშაოები ისევ მიმდნარეობს.

7,8 მაგნიტუდის მიწისქვეშა რყევები ეკვადორში 16 აპრილს დაფიქსირდა. სტიქიის შედეგად დაინგრა მრავალსართულიანი სასტუმროები, რესტორნები, საცხოვრებელი სახლები. ბოლო მონაცემევით 413 ადამიანია დაღუპული.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე