ლილოს დასახლებაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

საქართველო, თბილისი - 10:14 | 19.04.2016
ნანახია: 1680

ლილოს დასახლებაში გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ცეცხლი ერთ-ერთ საწყობს გამთენიისას წაეკიდა. დაშავდა ორი ადამიანი. ერთ-ერთს ინსულტი განუვითარდა, რის გამოც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღო ერთმა მეხანძრემ, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე ჩაუტარდა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი უჭირთ დაზარალებულებს. მათი ინფორმაციით, იმ დროისთვის შენობაში არავინ უნდა ყოფილიყო. როგორც ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს ორგანიზაციის ბუღალტერმა განუცხადა, ზარალი ნახევარ მილიონ ლარამდეა.

ადგილზე მობილიზებული იყო12 სახანძრო მანქანა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, იწვოდა შენობის 450 კვადრატული მეტრი. სასაწყობე მეურნეობაში საყოფაცხოვრებო ნივთები ინახებოდა. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე