ავსტრიელი ექსპერტები მდინარეთა აუზებში საფრთხის რისკებს შეისწავლიან

საქართველო, თბილისი - 09:50 | 19.04.2016
ნანახია: 1198

გარემოსა და ბუნებრივი რესურსბის დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიასთან ერთად, ავსტრიელ ექსპერტებსა და საქართველოში ავსტრიის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქ.თბილისში მდინარეთა აუზებში საფრთხის შემცველი ჰიდროლოგიური და გეოლოგიური რისკები განიხილეს.

ავსტრიელი ექსპერტები გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, არსებულ სტიქიურ მოვლენებს ადგილზე შეაფასებენ. მდ. წავკისისწყლის, მდ. დიღმისხევის და მდ. ხევძმარას აუზებში მაღალი რისკის შემცველ ადგილებს დაათვალიერებენ და შეიმუშავებენ რეკომენდაციებს არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად.

შეხვედრას ქალაქ თბილისის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე