მებაჟე ოფიცრებმა დეკლარირების წესის დარღვევის ფაქტები გამოავლინეს

საქართველო, თბილისი - 17:39 | 18.04.2016
ნანახია: 1634

ოქროს საიუველირო ნაკეთობების დეკლარირების წესის დარღვევით შემოტანის 2 შემთხვევა გამოავლინეს 16 აპრილს, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“. რუსეთის ფედერაციის მხრიდანშემოსული რუსეთისმოქალაქე ნ.ს.-ის ეჭვის საფუძველზე ფიზიკური დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა  აღმოაჩინესსაერთო წონით 150,71 გრამიოქროს ნაკეთობები ბრილიანტის თვლებით. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 12812,84 ლარი.

3200,96 ლარის ღირებულების, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ბრილიანტის თვლებით - საერთო წონით 52,09 გრამი - აღმოაჩნდა იმავე დღეს მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქე ი.ფ.საც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად,ორივე მგზავრს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა, შესაბამისად, 12812,84 ლარისა და  3200,96 ლარის ოდენობით.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე