დავით ბაქრაძე ვანისა და ბაღდათის ეპარქიაში

საქართველო, თბილისი - 17:38 | 18.04.2016
ნანახია: 1401

დღეს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე პროექტის "საქართველო და ევროკავშირის" ფარგლებში, ვანისა და ბაღდათის ეპარქიას ეწვია. სახელმწიფო მინისტრი ვანის წმ.ნინოს სახ.გიმნაზიაში გიმნაზიის პედაგოგებს და სასულიერო პირებს შეხვდა. სტუმრობისას დავით ბაქრაძემ ევროკავშირის საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული საფუტკრე მეურნეობაც მოინახულა.

შეხვედრებზე სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციასა და ქვეყნისთვის ამ პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით სასულიერო პირების ინფორმირებულობის, ჩართულობისა და აქტიური მხარდაჭერის მნიშვნელობა აღნიშნა.

პროექტი „საქართველო და ევროკავშირი" ხორციელდება განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) მიერ საქართველოს საპატრიარქოს განათლების სისტემასთან და წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, ნიდერლანდების სამეფოსა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების მხარდაჭერით.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე